მედია - რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციები სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღეს ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას გამოცემა RBC-Ukraine წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე დღეს, მხარეები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის, ენერგეტიკისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
ასევე, Politico-ს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ტერიტორიულ საკითხებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში გუშინ დაიწყო. შეხვედრა დღეს განახლდება.
მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარეებმა სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს.

























