რუსტემ უმეროვი - აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შევხვდებით

რუსტემ უმეროვი - აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შევხვდებით

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინული დელეგაცია აბუ-დაბიში, აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება.

„ვიწყებთ მოლაპარაკებების მეორე დღეს. თავდაპირველად, აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრას გავმართავთ. ამის შემდეგ, შეხვედრა გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ვაგრძელებთ მუშაობას”, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები განახლდა. უკრაინული მედიის ცნობით, აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე დღეს, მხარეები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის, ენერგეტიკისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ამასთან, Politico-ს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ტერიტორიულ საკითხებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში გუშინ დაიწყო. მოლაპარაკებების პირველ დღეს დელეგაციების შეხვედრები თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.