ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, გზას გავუხსნით, რომ გადაწყვეტილებები დანარჩენი ევროპის შესახებაც მიიღოს

თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ გადაწყვეტილებები დანარჩენი ევროპის შესახებაც მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დანიის პრემიერ - მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც ისაუბრეს ევროპის ერთიანობაზე და იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც რუსული აგრესიის შემდგომ გავრცელებას უშლის ხელს.
„სრულად ვეთანხმები მეტეს: თუ რუსეთს უკრაინის ბედის გადაწყვეტის უფლებას მივცემთ, ამით მას გზას გავუხსნით, რომ გადაწყვეტილებები დანარჩენი ევროპის შესახებაც მიიღოს. ჩვენ რუსებზე უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ; ამას კი მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























