დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას ევროპელ წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ჰქონია

აბუ-დაბიში რუსეთის დელეგაციას ევროპელ წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ჰქონია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა, მსგავსი კონტაქტები დაგეგმილი არ ყოფილა, არც განიხილებოდა და არც შემდგარა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აბუ-დაბიში მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას რუსეთის დელეგაციისგან იღებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია პრეზიდენტს აბუ-დაბიში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდის“, - აღნიშნა პესკოვმა.

























