რუსული მედია - სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

რუსული მედია - სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„ქალაქ სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო ორგანოებმა პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, დაღუპული სამხედრო წოდებით პოლკოვნიკია.