ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 100 000 მოწამეს იხსენიებს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ იხსენიებს.
აღნიშნულის შესახებ რელიგიის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა.
დამპყრობელმა სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ არც ერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არც ერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურდომ არ დაინდო არც მოხუცები და ბავშვები; როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს 100 000 მოწამე შეუერთდა.
წმინდა 100 000 მოწამეთა მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - წერია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

























