გიგა ფარულავა - რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, ეს არის თავად „ოცნება“ - იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია

გიგა ფარულავა - რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, ეს არის თავად „ოცნება“ - იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია

რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, ეს არის თავად "ოცნება" - იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია,

რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, ეს არის თავად "ოცნება" - იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ "ბრიუსელი ცდილობს საქართველოსთან ყველანაირი კონტაქტი დაბლოკოს".

მისივე თქმით, „ოცნება" თავისი მოქმედებებით, ჩვენს ქვეყანას დასავლურ პოლიტიკურ კურსს აშორებს.

„ერთია, რას ამბობს „ქართული ოცნება", მეორე, რა არის ობიექტური თვალით დანახული რეალობა. რეალობა არის, რომ სამწუხაროდ, "ოცნება" თავისი მოქმედებებით ჩვენს ქვეყანას დასავლურ პოლიტიკურ კურსს აშორებს. როგორ უნდა მოხდეს გადატვირთვა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირი იქნება ეს თუ შეერთებული შტატები?! ევროკავშირთან დაკავშირდებით "ოცნება" ტირაჟირებს, რომ ისინი ელოდებიან, როდის შეიცვლება ევროკავშირი და ევროკავშირის ბიუროკრატია. რეალურად, დღეს ვინც უნდა შეიცვალოს, ეს არის თავად "ოცნება". "ოცნებამ" უნდა შეიცვალოს თავისი ანტიდემოკრატიული პოლიტიკური კურსი, უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რასაც წლებია ქვეყანაში ახორციელებს, უნდა დაუბრუნდეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუციების გაძლიერებას და ბუნებრივია, შესაძლებლობა ექნება ევროკავშირთან ურთიერთობა გადატვირთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ არადემოკრატიული ნაბიჯებით, რითაც ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია შეუძლებელია. ეს არ მოხდება, ვინაიდან ეს არ არის თავსებადი დასავლურ-დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებთან," - განაცხადა ფარულავამ.

გარდა ამისა, მან დაკავშირებადობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ "შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ნაცვლად, ავტორიტარიზმს ამკვიდრებდე და ამის პარალელურად, სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობდე".

„ზოგადად, ისტორიულად, გეოპოლიტიკურად, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რა თქმა უნდა, შუა დერეფნის კონტექსტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური პროცესების დროს, რაც ხდება. ერთია შუა დერეფნის ღირებულებითი მნიშვნელობა, მაგრამ მეორეა ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები, რამდენად ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს და რამდენად არის თავსებადი დასავლურ-დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებთან. ეს არის აქ მთავარი. შეუძლებელია ქვეყანას მართავდე არადემოკრატიულად, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების ნაცვლად, ავტორიტარიზმს ამკვიდრებდე და ამის პარალელურად, სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობდე. ეს არის სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, არათავსებადი ამ შემთხვევაში," - განაცხადა ფარულავამ.