ევა გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აცილების შუამდგომლობაზე – არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს - ჩვენი განხილვის საკითხია, ადამიანის უფლებების დარღვევებში არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, ვალდებულიც ვიყავი, მეკითხა

ევა გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აცილების შუამდგომლობაზე – არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს - ჩვენი განხილვის საკითხია, ადამიანის უფლებების დარღვევებში არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, ვალდებულიც ვიყავი, მეკითხა

არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე, თქვენი ნებაა, ვისი აცილების შესახებ დააყენებთ შუამდგომლობას - ჩვენი პირდაპირი განხილვის საკითხი ეს არის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, რომელიც ხდებოდა, ამაში, არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა?“- ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც აღნიშნული მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართეს პლენუმს.

მოსამართლემ განმარტა, თუ რატომ ჰქონდა იმ შეკითხვების დასმის უფლება, რომელიც დასვა სხდომაზე და რაც შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების საფუძველი გახდა.

„არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე, თქვენი ნებაა, ვისი აცილების შესახებ დააყენებთ შუამდგომლობას, მაგრამ მე განვმარტავ ამ საკითხებს, რატომ მქონდა, ამ შეკითხვების დასმის უფლება. პირველი საკითხი უკავშირდებოდა მკვლელობებს, რომელზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და მე სპეციალურად არ დავასახელე ის საქმეები, რომლებიც არ იყო ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ, რომელსაც სახელმწიფოს აგენტს ვეძახით ზოგადად. ამით მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ეს არის ერთი სპექტრი, ანუ ერთი მიმართება ისეთი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო ხდება პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. შემდეგ აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ამ საქმეების გამოძიება არ მოხდა ამ ხელისუფლების პირობებში. აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ ამით სახელმწიფომ დაარღვია უკვე უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულება. ხოლო, შემდეგი აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ მოხდა პრეზიდენტის მხრიდან დამნაშავე პირების წახალისება, მათ შორის კონკრეტულად იმ პირების, რომლებიც შემდეგ მსჯავრდებულად... არ ვაგრძელებ. აღმოჩნდა, რომ ვინც იყო, თურმე, სინამდვილეში დამნაშავე, იმ პირების წახალისება განხორციელდა. მე დავსვი შეკითხვა, ეს ჩაითვლება, თუ არა დანაშაულის წახალისებად-მეთქი?“- განაცხადა ევა გოცირიძემ.

მოსამართლის ამ განმარტებას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, [მოსამართლე] „კიდევ, ისე აგრძელებს“.

„დამნაშავეს რომ დააჯილდოებ, ეს არის წახალისება, მაგრამ სახელმწიფოს...“- აღნიშნა, ბეჟაშვილმა.

თავის მხრივ, აღნიშნულს ევა გოცირიძემაც უპასუხა.

„თუ არ გამოიკვლევ დანაშაულს, ესეც დანაშაულია და ასე შეუმოწმებლად და გაუფრთხილებლად ადამიანის წახალისება... ბატონო ლევან, დაუკვირდით, ეს არის ჩვენი გამოსაკვლევი საკითხი, სწორედ, აი, თქვენ ბრალს მდებთ: როგორ შემეკითხეთ, ეს ფაქტები შეერაცხება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასო“. ჩვენი პირდაპირი განხილვის საკითხი ეს არის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, რომელიც ხდებოდა, ამაში, არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“? მთელი გუშინდელი დღე ამას არ ეძღვნებოდა, სად არის პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა? თუ გახსოვთ, რა შეკითხვა დავსვი, ეს იყო თუ არა მმართველი პარტიის პოლიტიკის განხორციელების შედეგი-მეთქი? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შეკითხვის დასმის უფლება მე არ მაქვს? მე დაგანახეთ კონტექსტი, ამ კონტექსტის მიხედვით გეპასუხათ თქვენ ამ შეკითხვაზე და ეს არის ჩვენი გამოკვლევის საგანი, ამიტომ არა მარტო უფლებაა, არამედ ვალდებულიც კი ვიყავი, რომ ამის თაობაზე მეკითხა.

რაც შეეხება სიტყვა „იმედიას“, ეს იყო დათანხმება იმაზე, რაც თქვენ თქვით, რომ ამას [სანდრო გირგვლიანის საქმეს] ძალიან განიცდით“,- განაცხადა გოცირიძემ.