ანა წითლიძე პლენუმი კითხვაზე ემინჯნებიან თუ არა 20 ივნისის აქციას - ანტისაოკუპაციო აქციებს არ გავემიჯნებით - გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ და მოქალაქეებს იმის უფლება ჰქონდათ, რომ გაეპროტესტებინათ

ანა წითლიძე პლენუმი კითხვაზე ემინჯნებიან თუ არა 20 ივნისის აქციას - ანტისაოკუპაციო აქციებს არ გავემიჯნებით - გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ და მოქალაქეებს იმის უფლება ჰქონდათ, რომ გაეპროტესტებინათ

ბატონო სერგო [მეთოფიშვილი], გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს იმის უფლება ჰქონდათ, რომ გაეპროტესტებინათ და ეთქვათ, „ქართული ოცნებისთვის“, რომ არ შეიძლება ოკუპანტი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, რომელშიც ზვიად გამსახურდია იჯდა, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის კითხვას - რა პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე.

როგორც ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნა, ის არასდროს გაემიჯნება იმ აქციას, რომელიც არის ანტისაოკუპაციო.

„საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ უფლება პროტესტი გამოეხატათ? ჰქონდათ! კი, ჰქონდათ იმის უფლება, რომ გამოსულიყვნენ. რა უნდა დაგვეგმო, ბატონო სერგო, გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს იმის უფლება ჰქონდათ, რომ გამოსულიყვნენ და გაეპროტესტებინათ და ეთქვათ, „ქართული ოცნებისთვის“, რომ არ შეიძლება ოკუპანტი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, რომელსაც სხვათა შორის, ზვიად გამსახურდია იჯდა. აი, ეს იყო! გაემიჯნეთო? მკითხეთ და არ გავემიჯნები, მე აქციას, რომელიც არის ანტისაოკუპაციო.

თქვენ გინდათ, რომ ვთქვა ის, რომ ძალადობრივი აქცია იყო 26 მაისს, ბიტებს რომ ურტყამდნენ პოლიციის მანქანას. ანტისაოკუპაციო აქციებს ჩვენ არ გავემიჯნებით“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ასეთი შეკითხვები შემდეგშიც იქნება და ამან არ გამოიწვიოს კამათი.

„ამან რომ არ გამოიწვიოს ხმამაღალი საუბრები, კამათი და ა.შ.... მერე, უნებურად, ჩვენც შევდივართ დისკუსიაში. კითხვა იყო კონკრეტული, აქციას გაემიჯნეთ, თუ არა. ამ, ცალკეულ ძალადობებს, როგორც თქვენ აღწერთ, გაემიჯნეთ, თუ არა-მეთქი?“- ჰკითხა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ „ნაციონალურ მოძრაობას“.

მოსამართლის ამ შეკითხვას ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, ახლა, მაშინდელი კონკრეტული განცხადებები არ ახსოვს, თუმცა სასამართლოს წინაშე აფიქსირებს შემდეგ პოზიციას:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ნებისმიერ მშვიდობიან, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელებულ აქციას. ეს არის ჩვენი უფლება და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.