ფრიდრიხ მერცი - გერმანია გარანტირებულად იქნება უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების წევრი

გერმანია გარანტირებულად იქნება უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების წევრი, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დუბლინში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე განაცხადა.
„პირველად, ევროპული წარმომადგენლობით კონკრეტული სამშვიდობო მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაიმართება“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, აღნიშნულ მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ ევროპული ქვეყნები, რომლებიც აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ „გერმანია გარანტირებული წევრია, ეს სრულიად აშკარაა“.

























