დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებულების პროცესი ხვალ გაიმართება, გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას საქმეს კი ცალკე განიხილავენ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებულების პროცესი ხვალ გაიმართება, გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას საქმეს კი ცალკე განიხილავენ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილისა და მათთან ერთად ბრალდებული დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი ხვალ, 14 ნოემბერს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.

ხვალინდელ სხდომაზე უნდა განიხილონ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების თუ რომელ სახეობას გამოიყენებს სასამართლო.

რაც შეეხებათ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას მათ საქმეს ცალკე განიხილავენ, სხდომის დრო უცნობია.

ასევე, ამ დრომდე უცნობია პროკურატურის პოზიცია ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ აღკვეთის ღონისძიების რომელ სახეობას მოითხოვს, ვინაიდან გენერალური პროკურორის მოადგილეს, ამირან გულუაშვილს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული არ დაუკონკრეტებია.

ასევე, უცნობია, რა პოზიცია ექნებათ ბრალდებულების ადვოკატებსაც.

ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.

გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.