თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, შოთა ყიფიანის, პავლე გოცირიძისა და დავით კაჭარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების, ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, შოთა ყიფიანის, პავლე გოცირიძისა და დავით კაჭარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას არც ერთი ბრალდებული არ ესწრება.
დღევანდელ პროცესზე უნდა განიხილონ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების თუ რომელ სახეობას გამოიყენებს სასამართლო.
რაც შეეხებათ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას მათ საქმეს ცალკე განიხილავენ, სხდომის დრო უცნობია.
ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.

























