ვოლოდიმირ ზელენსკი - ფაქტია, რომ პუტინს ევროპაში საზღვრების შეცვლა სურს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ფაქტია, რომ პუტინს ევროპაში საზღვრების შეცვლა სურს

ფაქტია, რომ პუტინს ევროპაში საზღვრების შეცვლა სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების გადახედვის მისი კონცეფციის ნაწილია. ეს სახიფათოა, რადგან სწორედ მსგავსი საკითხების გამო იწყება ომები ან ესკალაცია ხდება. მე ევროპელებს ვუთხარი, რომ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ჯარების ყოფნის საკითხს წამოჭრის.

„პირველ რიგში, რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სახელით გადაწყვეტილების მიღება. მეორეც, პუტინს სურს, რომ თავდაცვითი ძალები გავიდნენ. ვფიქრობ, პუტინი ფინეთსა და შვედეთზე ისაუბრებს. დარწმუნებული ვარ, უნგრეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამერიკელი სამხედროების ყოფნის საკითხსაც წამოჭრის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.