უკრაინული მედია - უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა სამარის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სამარას“ დაარტყეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების იერიშის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე რეზერვუარს ხანძარი გაუჩნდა.
ასევე, უკრაინის გენშტაბის განცხადებით, დარტყმა განხორციელდა ლიპეცკის ოლქში მდებარე „ლიპეცკ-2“-ის სამხედრო აეროდრომზე.
თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად ტექნიკის შესანახი ანგარი, საწვავის ავზი და სამეთაურო ცენტრი დაზიანდა.
























