პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა

პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა

პროკურატურა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორის, გიორგი პატარიძისა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობს.

სხდომას ორივე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრება.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ფირცხალავასა და პატარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორის განმარტებით, გიორგი პატარიძის მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე, ასევე მოწმედ გამოსაკითხ პირთა მიმართ ზემოქმედების განხორციელებას საფრთხე არსებობს. ამასთან, ყულჯანიშვილის თქმით, მოსალოდნელი სასჯელის შიშით, მიმალვის საფრთხე არსებობს.

იგივე საფუძვლებზე ისაუბრა პროკურორმა მეორე ბრალდებულის, რამაზ ფირცხალავას მიმართაც.

ყულჯანიშვილის თქმით, გირაომ უნდა უზრუნველყოს მითითებული საფრთხეების აღმოფხვრა.

ბრალდების მხარე ბრალდებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობს.

ბრალდებულების ადვოკატი ირმა ბრელიძე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სასამართლომ გირაო არ უნდა გამოიყენოს. ადვოკატი მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობს.

ცნობისთვის, პროკურატურამ, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, N 8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.გიორგი პატარიძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაზ ფირცხალავას კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.რაც შეეხებათ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინეს.