დიმიტრი პესკოვი - ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინურ ქალაქ შენჭენში გაიმართება

ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს ჩინურ ქალაქ შენჭენში გაიმართება.
“მიღწეულია შეთანხმება პრეზიდენტ პუტინს, თავმჯდომარე სისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის სამმხრივი შეხვედრის 19 [ნოემბერს] რიცხვში ჩატარებაზე. ეს შეხვედრა შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართება,” - განაცხადა პესკოვმა.
























