შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ "ფეისბუქ-პოსტთან" დაკავშირებით სამართალწარმოება დაიწყო

შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება ნაცვლიშვილი „ფეისბუქ-პოსტს“.
როგორ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული მუხლით სამართალწარმოება დაწყებულია და საქმის მასალები სასამართლოში უკვე გადაგზავნილია.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. სასულიერო პირი ვრცელ ქადაგებაში ამბობს, რომ „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ“, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. აღნიშნული პოზიციის გამო, მეუფე იობი ცალკეული პირების, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი გახდა.
























