ემანუელ მაკრონი - თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებს და გადაწყვეტს, ყველაფერი შეუწყვიტოს უკრაინას, ის ევროპაში იზოლაციაში მოგვაქცევს

ემანუელ მაკრონი - თუ მარინ ლე პენი გაიმარჯვებს და გადაწყვეტს, ყველაფერი შეუწყვიტოს უკრაინას, ის ევროპაში იზოლაციაში მოგვაქცევს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ის საფრანგეთს ევროპაში იზოლაციაში მოაქცევს.

„თუ მარინ ლე პენი გადაწყვეტს, ყველაფერი შეუწყვიტოს უკრაინას, ის ჩვენ ევროპაში იზოლაციაში მოგვაქცევს. ის საფრანგეთის წინააღმდეგ იმოქმედებს“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ლე პენი იტალიელ მატეო სალვინის შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე მზადაა უკრაინას უღალატონ.

„სალვინის სურს, უკრაინელებს ზურგში დანა ჩასცეს, ისევე როგორც მარინ ლე პენს“, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა: „ეს ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ“.

ამასთან, მან ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის მიტოვებასა და რუსეთის სასარგებლოდ ქცევაში დაადანაშაულა და განცხადა, რომ აშშ-მა „აირჩია უფრო ძლიერი მხარის, კერძოდ, რუსეთის შანსების მაქსიმიზაცია“.