ირანის პარლამენტის სპიკერი - ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება - თუ ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავს

ირანი „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობაში აღარ დარჩება, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
მისი თქმით, თეირანისთვის სულერთია, ვაშინგტონს მოლაპარაკებები სურს თუ ომი, თუმცა შეთანხმების მიღწევისკენ გზა გაიხსნება, თუ შეერთებული შტატები ირანის შვიდ პირობას მიიღებს.
„თუ ამჯერად ამერიკელები შეცდომას დაუშვებენ, ბრძოლის გეოგრაფიას ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები და ნება განსაზღვრავს“, - განაცხადა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.
მან ასევე მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა ომის პერიოდში მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქის წარდგენა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში სტრატეგიული ძალთა თანაფარდობის ცვლილების ნიშანია.
























