დიმიტრი პესკოვი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ევროპაში უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული - ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი, გამონახონ შესაძლებლობა და ძალა, რათა საერთო შეთანხმებამდე მივიდნენ

დიმიტრი პესკოვი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ევროპაში უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული - ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი, გამონახონ შესაძლებლობა და ძალა, რათა საერთო შეთანხმებამდე მივიდნენ

უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან იქნება დაკავშირებული, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“ეს ორი განუყოფელი ნაწილია და არცერთი არ შეიძლება არსებობდეს მეორის გარეშე”, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ამ საკითხის ევროპელებთან განხილვა უშედეგო იქნება, თუ მათ მშვიდობა არ სურთ. პესკოვის მტკიცებით, ევროპელებს შორის უთანხმოება ხელს უშლის მათ დროული გადაწყვეტილებების მიღებაში.

„ეს ყველაფერი პროცესს აფერხებს. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისინი, გამონახონ შესაძლებლობა და ძალა, რათა საბოლოოდ საერთო შეთანხმებამდე მივიდნენ და სწრაფად იმოქმედონ. ჯერჯერობით, ასე არ არის“, - აღნიშნა პესკოვმა.