პოლიტიკური პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტიის - „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გათვალისწინებით, ახალი პარტია ყველაფრისთვის მზად არის.
„ოცნება“, როგორც ავტორიტარული ძალა, ყველა ალტერნატივას ებრძვის ყველა იმ საშუალებით, რომელიც მის ხელთ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც, ვთქვათ, არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმს, მის მიერ ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას და ა.შ. ასევე გამოცხადდება არაკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პარტია ასე მოიქცევა და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა მათგანს, მათ შორის ჩვენც, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ’’, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთი თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანონ.

























