პატრიარქ შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ნათლული კიდევ 700 ბავშვი გახდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.
"მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2026 წლის 7 ივნისსაც საყოველთაო ნათლობის ფარგლებში პატრიარქ შიო III-ის ნათლული დაახლოებით 700 ბავშვი გახდა.
საყოველთაო ნათლობების ტრადიციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პატრიარქმა ილია მეორემ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი. უწმინდესი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ოჯახში ყველა მესამე და მომდევნო შვილის ნათლია იყო.

























