მარია ზახაროვა - თუ ესტონეთი რეალურად გეგმავს რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვას, ეს აგრესიული რუსოფობიის კიდევ ერთი გამოვლინებაა

რუსეთი გადაამოწმებს ინფორმაციას ესტონეთის მიერ ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვის განზრახვის შესახებ. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება რუსოფობიის კიდევ ერთი გამოვლინება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ამ ყველაფრის სანდოობას გადავამოწმებთ. თუმცა, თუ ეს მათი რეალური გეგმებია, მაშინ ისინი აგრესიული და შეუკავებელი რუსოფობიის მორიგი გამოვლინების ნაწილია”, - აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, განაცხადა, რომ ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე განხორციელებული საბოტაჟის მცდელობის საპასუხოდ, ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვისთვის ემზადება.

























