ჩეხეთში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების წესის შეცვლის გეგმის გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია გაიმართა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის მთავრობის გეგმის გასაპროტესტებლად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების მიზნით მაუწყებლობის სალიცენზიო მოსაკრებლის გაუქმებასა და ამ ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კრიტიკოსების აზრით, ეს გეგმები პოლიტიკოსებს მედიის თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას მისცემს.
ჩეხეთის კოალიციური მთავრობა აცხადებს, რომ ეს ცვლილება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენას არ მოახდენს; თუმცა, მთავრობა მაუწყებლებისგან ხარჯების შემცირებას მოითხოვს.
პარლამენტმა ოქტომბრის ბოლოს წინადადების პირველი ვერსია მიიღო. მას შემდეგ საპროტესტო აქციებში ათასობით ჩეხი მონაწილეობს.
ამჟამად ჩეხეთში თითოეული ოჯახი საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოსთვის თვეში 205 კრონასა (9.44 აშშ დოლარს) იხდის.
კვირას გამართული საპროტესტო აქცია ორგანიზებული იყო გაერთიანება „მილიონი მომენტი დემოკრატიისთვის“ მიერ. მათი განცხადებით, აქციას 400 000-მდე ადამიანი დაესწრო.

























