„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ დელეგაცია პეკინში, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციაში მონაწილეობს

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ დელეგაცია პეკინში, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციაში მონაწილეობს

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ დელეგაცია ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციაში (World Chinese Language Conference) მონაწილეობს.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დათუაშვილი და კონფუცის კლასის დირექტორი გოჩიან ში.

„საერთაშორისო ღონისძიება ჩინური ენისა და კულტურის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, აკადემიური დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს.

კონფერენცია ჩინური ენის სწავლების თანამედროვე მიმართულებების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობენ დისკუსიებსა და შეხვედრებში, რომლებიც ჩინური ენის სწავლების განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას ეძღვნება.

ვიზიტი ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩინელ პარტნიორ დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაფართოებისა და კონფუცის კლასის საქმიანობის განვითარების მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.