ირაკლი კობახიძე - დაგვჭირდა გაბედული და თამამი ნაბიჯების გადადგმა, რათა ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან - მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, თუმცა საბოლოოდ, მოვახერხეთ ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა

ირაკლი კობახიძე - დაგვჭირდა გაბედული და თამამი ნაბიჯების გადადგმა, რათა ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან - მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, თუმცა საბოლოოდ, მოვახერხეთ ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა

დაგვჭირდა გაბედული და თამამი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან, ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც გარედან იყო დაფინანსებული - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მმართველი გუნდისთვის მარტივი არ იყო.

„ბიზნესისა და ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც მარტივი არ იყო. მოგეხსენებათ, რომ დაგვჭირდა გაბედული და თამამი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან, დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. თუმცა იყო სხვა ნაბიჯებიც, ჩვენ საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც გარედან იყო დაფინანსებული. იყო არაერთი სხვა ნაბიჯიც, თუმცა საბოლოოდ, ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერითა და თქვენი მხარდაჭერით მოვახერხეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის სტაბილური და თანმიმდევრული განვითარებისთვის. ბიზნესთან თანამშრომლობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.