რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ყირიმის ხიდს დაარტყა, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდს დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მტერმა დარტყმა განახორციელა. ამის გამო, მოძრაობა დაახლოებით შუადღემდე შეიზღუდება“, - აღნიშნა აქსიონოვმა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ მოძრაობა მხოლოდ ხიდის საავტომობილო გზაზე შეფერხებული. სარკინიგზო მიმოსვლა კი ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

























