ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე - ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადება გაკეთდა, რაც ძალიან გულსატკენი და სამწუხაროა - დანარჩენს საგამოძიებო უწყებები ნახავენ

ბევრი არასერიოზული განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება დეტალებს, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მასთან ციხეში დღეს პროკურორი შევა.
„ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადება გაკეთდა, რაც ძალიან გულსატკენი და სამწუხაროა. დანარჩენს, უწყებები ნახავენ.
ბევრი არასერიოზული განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება დეტალებს ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე: უნდა გამოიკითხოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, კობახიძემ ასე უპასუხა:
„მე მგონი, ეს არარელევანტური შეკითხვაა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ციხეში პროკურორი გასაუბრების მიზნით დღეს შეხვდება. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერთან პროკურორი და ადვოკატები 14:00 საათზე შევლენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ღარიბაშვილის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, ღარიბაშვილი გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

























