გიორგი ზურაბაშვილი კითხვაზე: როდის ჩავა მოსკოვში, მიხაილ გალუზინთან შესახვედრად? - ჯერჯერობით არსად მივდივარ, აქ ვარ - მალე მექნება და ყველაფერს აუცილებლად შეგატყობინებთ

ჯერჯერობით არსად მივდივარ. აქ ვარ. გეტყვით ყველაფერს აუცილებლად, - ასე პასუხობს მედიის კითხვას, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილი, „თუ როდის ჩავა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინთან შესახვედრად“.
ზურაბაშვილი ირწმუნება, რომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ არის.
„არსად წავსულვარ ჯერ, აქ ვარ. როგორიც კი, მექნება გეტყვით, აუცილებლად... მალე მექნება...
ჯერჯერობით არსად მივდივარ, აქ ვარ. როგორც კი მექნება შეხვედრა, შეგატყობინებთ აუცილებლად“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.
ამასთან, მისი განმარტებით, რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინსა და მისი შეხვედრის ფორმატი, ჟენევის ფორმატს არ ჩაანაცვლებს.
„არა, არ ჩანაცვლდება. ჟენევის ფორმატი დარჩება ისე, როგორც არის, ის ისეთი იქნება. ეს არ იცვლება, ეს დარჩება. [დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე] არ არის ლაპარაკი“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი 21 ოქტომბერს დანიშნა. დღეს კი მედიაში, რუსულ გამოცემა „იზვესტიაზე“ დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია“. მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.

























