ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ, 17 ნოემბერს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. ელისო კილაძე ხვალ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

სასამართლო პროცესები აქამდე დახურულ რეჟიმში ტარდებოდა, თუმცა, ხვალ, განაჩენის გამოცხადება საჯარო იქნება.

დაკავებული ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.