თენგო თევზაძე - სარჩელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ სულ ორჯერ არის ნახსენები, აქედან გამომდინარე, რას გვედავება მოსარჩელე, ვერ გავიგეთ - 14 დღეა ვიკრიბებით და ჯერ პასუხი არავის გაუცია, ალბათ ისე დასრულდება ეს პროცესები, რომ პასუხი არ გვექნება

თენგო თევზაძე - სარჩელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ სულ ორჯერ არის ნახსენები, აქედან გამომდინარე, რას გვედავება მოსარჩელე, ვერ გავიგეთ - 14 დღეა ვიკრიბებით და ჯერ პასუხი არავის გაუცია, ალბათ ისე დასრულდება ეს პროცესები, რომ პასუხი არ გვექნება

კონსტიტუციურ სარჩელში “კოალიცია ცვლილებისთვის” სულ ორჯერ არის ნახსენები, აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში აქამდე, რას გვედავება მოსარჩელე ვერ გავიგეთ - უკვე, თუ არ ვცდები, 14 დღეა ვიკრიბებით და ჯერ პასუხი არავის გაუცია. ალბათ ისე დასრულდება ეს პროცესები, რომ პასუხი არ გვექნება - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანია, ხალხს სიმართლე დაანახონ, თუმცა თევზაძის აზრით, „არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ხედავს უკვე რეალობას, არამედ “ქართული ოცნების მხარდამჭერებიც” შეწუხებულები არიან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებით“.

„ზოგადად კონსტიტუციურ სარჩელში “კოალიცია ცვლილებისთვის” სულ ორჯერ არის ნახსენები, აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში აქამდე, რას გვედავება მოსარჩელე, ვერ გავიგეთ ან სასამართლოს პლენუმის მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შინაარსი და აზრი რაში მდგომარეობს. მაგალითად, ერთი ფაქტობრივი არაზუსტი შეკითხვა იყო, რომელიც ეხებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ბირთვს, ეს ფაქტობრივი უზუსტობაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტსაბჭოს 80% არიან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო ორი წელია, რაც პოლიტიკაში არიან, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრებიც გვყავს, ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტა. ამიტომ საერთოდ რაზე საუბრობდა და რა შეკითხვა დაგვიტოვა, შინაარსი გასაგებია, მაგრამ რატომ ეხება ეს “კოალიცია ცვლილებისთვის” პარტიის აკრძალვას, უკვე, თუ არ ვცდები 14 დღეა ვიკრიბებით და ჯერ პასუხი არავის გაუცია. ალბათ ისე დასრულდება ეს პროცესები, რომ პასუხი არ გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ სიმართლე, რასაც ისინი უკვე მკაფიოდ ამჩნევენ და არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, არამედ უკვე “ქართული ოცნების” ამომრჩეველიც შეწუხებულია იმით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება.

აქციაში მონაწილეობა ვერ იქნება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და მთელმა მსოფლიომ იცის ეს. არ სჭირდება ამას საკონსტიტუციო სამართლის ცოდნა, ისედაც ყველა ხვდება. რა თქმა უნდა, სად გადის ზღვარი, ამაზე გავცემთ პასუხს, ოღონდ ეს იქნება თეორიული და აკადემიური, დაახლოებით იმ მასშტაბის, როგორც სტუდენტებს ლექციაზე ვუხსნი”, - განაცხადა თევზაძემ.