ყოფილ პოლიციელს, რომელიც ანასტასია ზინოვკინას საქმეში ფიგურირებდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ყოფილ პოლიციელს, რომელიც ანასტასია ზინოვკინას საქმეში ფიგურირებდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ყოფილ პოლიციელს, რომელიც მსჯავრდებული ცოლ-ქმრის ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეში ფიგურირებდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

შეთანხმების თანახმად ყოფილი პოლიციელი, ირაკლი მუხათგვერდელი 2-წლიან პირობით სასჯელს მოიხდის, ასევე, მას დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარი.

ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუხათგვერდელი არის ყოფილი პოლიციელი, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ცოლ-ქმრის ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმეში ფიგურირებდა. უფრო კონკრეტულად, ის ზინოვკინას დაკავებაში იღებდა მონაწილეობას და მას მსჯავრდებული ქალი გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებდა. მოგვიანებით, ის ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის გამო დააკავეს.

მუხათგვერდელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ხულიგნობას გულისხმობს.