პარლამენტთან „სამართლიანი და საყოველთაო ამნისტია” მოითხოვეს

პარლამენტთან „სამართლიანი და საყოველთაო ამნისტია” მოითხოვეს

პარლამენტთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შეიკრიბნენ. მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა მოთხოვეს, "სამართლიანი და საყოველთაო ამნისტია”.

ყოველდღიურად გვესმის პატიმრების გაჭირვება პენიტენციური დაწესებულებიდან. ადვოკატებმა შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად, ვითხოვთ მხოლოდ ერთს - მოხდეს სამართლიანი და საყოველთაო ამნისტია. ყველას უნდა შეეხოს რაღაც ოდენობით სასჯელის ჩამოკლება, ზოგს რამდენიმე წელი, ზოგს მეოთხედი, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანი გათავისუფლდნენ, უნდა გათავისუფლდნენ”, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ “ტვ პირველთან“.

მათი თქმით, პარლამენტს აძლევენ რამდენიმეკვირიან ვადას, რომ ამინისტიაზე დაიწყოს მუშაობა, სხვა შემთხვევაში კი პროტესტი დააანონსეს.