ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ უზუნთალაში 31 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხელოსანი იყო და სამუშაოს შესრულების დროს მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
























