ჯეი დი ვენსი - პრეზიდენტი არ დაუშვებს, ირანთან ომი უსასრულო ომად იქცეს

ჯეი დი ვენსი - პრეზიდენტი არ დაუშვებს, ირანთან ომი უსასრულო ომად იქცეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი „უსასრულო ომში“ არ გადაიზრდება.

“პრეზიდენტი არ დაუშვებს, ეს უსასრულო ომად იქცეს“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელ ხალხს პირობა მისცა, რომ უსასრულო ომებში აღარ ჩაებმებოდნენ.

„ჩვენ ამერიკელ ხალხს პირობა მივეცეთ, რომ აღარ ჩავებმებით უსასრულო ომებში. დიახ, პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ ბირთვული პროგრამა უნდა გაენადგურებინა და დიახ, ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუმცა, არ დავუშვებთ, რომ ეს 10 ან 15-წლიან ვალდებულებად იქცეს, ან, გულახდილად რომ ვთქვათ, თუნდაც ორწლიან ვალდებულებად - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნეოკონსერვატორი და სხვა ადამიანები გვთხოვენ, იქ სამუდამოდ დავრჩეთ“, - აღნიშნა ვენსმა.