თენგო თევზაძე - კონსტიტუციური სარჩელი, ფაქტობრივად, ჩამოშლილია - სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, მათ განწყობებში წინასწარ ჩანს

თენგო თევზაძე - კონსტიტუციური სარჩელი, ფაქტობრივად, ჩამოშლილია - სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, მათ განწყობებში წინასწარ ჩანს

კონსტიტუციური სარჩელი, ფაქტობრივად, ჩამოშლილია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თენგო თევზაძის თქმით, მოსამართლეების კითხვებით არაფერი ისეთი არ გამოვლენილა, რაც პოლიტიკური პარტიის აკრძალვას გულისხმობს.

„მაგალითად, გახარიას პარტიას კონკრეტული ნოემბრის შეხვედრის შესახებ ეკითხებოდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი კონსტიტუციური სარჩელში საერთოდ არ წერია. ასევეა ვეტინგზე. ქარტიაში ვეტინგზე გვედავებიან და იმ ქარტიიდან სამჯერ წაიკითხა მოსამართლემ, ერთხელ მოპასუხე მხარემ და აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ არ წერია. კონსტიტუციური სარჩელი ფაქტობრივად არის ჩამოშლილი გარდა იმისა, რომ არაკვალიფიციური და არაშესაბამისი სტანდარტებითაა შედგენილი, მტკიცებულებები არ არის, შინაარსიდან გამომდინარე არის ჩამოშლილი.

სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია. მათ განწყობებში წინასწარ ჩანს. გგონია, რომ ბრალდების სკამზე ხარ და პროკურატურაში დაკითხვას უწყობენ ადამიანებს“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.