ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი ქალაქ შენჭენში ჩაფრინდა, სადაც 19 ნოემბერს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და სი ძინპინთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.
მანამდე, პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
ასევე, ვლადიმერ პუტინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) სიტყვით გამოვა.
როგორც რუსული მედია წერს, შესაძლოა, ორმხრივი შეხვედრა პუტინსა და ტრამპს შორისაც შედგეს.

























