გაეროს AI ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ BTU-ში საჯარო ლექცია გამართა

გაეროს AI ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერიძემ BTU-ში საჯარო ლექცია გამართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის (UNICRI) ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი და BTU-ს საპატიო დოქტორი ირაკლი ბერიძემ საჯარო ლექცია - „Who Controls the Future?“ გამართა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტის მმართველობა, საერთაშორისო უსაფრთხოება, გლობალური AI სტრატეგიები და ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ადამიანის როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

Keynote speech წარიმართა ტექნოლოგიების სფეროს ტოპ-მენეჯმენტის, მეცნიერების და მკვლევრების, საერთაშორისო ორგანიზაციების და აქსელერატორების წინაშე.

საუბრის ფარგლებში ირაკლი ბერიძემ განიხილა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და საფრთხეები, AI სისტემების რეგულირების საერთაშორისო მიდგომები და პასუხისმგებლიანი გამოყენების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, თუ ვინ უნდა აკონტროლებდეს AI სისტემების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, სად გადის ზღვარი ტექნოლოგიურ ავტონომიასა და ადამიანის პასუხისმგებლობას შორის და როგორ უნდა უზრუნველყონ სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარება.

ირაკლი ბერიძე ხელოვნური ინტელექტის მმართველობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტია. იგი ხელმძღვანელობს ჰააგაში მდებარე გაეროს UNICRI-ის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრს. 2014 წლიდან იგი უძღვება მის მიერ ინიცირებულ გაეროს პროგრამას ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის მიმართულებით. მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მაღალი დონის ღონისძიებების ინიცირება, AI ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მათი გამოყენების შესაძლებლობების კვლევა.

ირაკლი ბერიძე სხვადასხვა საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის წევრია, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელოვნური ინტელექტის გლობალური საბჭოსა და ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის მაღალი დონის საექსპერტო ჯგუფის. იგი ასევე კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უსაფრთხოების, ტექნოლოგიური განვითარების, ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებზე.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ირაკლი ბერიძეს BTU-ს საპატიო დოქტორის წოდება 2022 წელს მიენიჭა. იგი ასევე მონაწილეობდა უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის - „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ შემუშავების პროცესში და ჩართული იყო AI სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ გახსნა. საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხი და დისკუსია, რომლის ფარგლებშიც დამსწრეებმა სპიკერთან ერთად იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მომავალზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ადამიანისა და AI სისტემების ურთიერთმიმართებაზე.

(R)