დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა. ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მას შენჭენში, თვითმფრინავის ტრაპთან პირადად დახვდა.
ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაეხვივნენ.
შეგახსენებთ, ჩინეთი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერთა სამიტს მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში ხვალ რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

























