ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შეთავაზებით გამოდის

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შეთავაზებით გამოდის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ჩაერთვება ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაში და ამავდროულად, უზრუნველყოფს უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას და რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას.

მისი თქმით, 2027 წლისთვის უკრაინის დაფინანსების დეფიციტი 70 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ დეფიციტის დასაფარად, ევროკომისია უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შეთავაზებით გამოდის, რომელიც 2027 წელს ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დაფარვას მოხმარდება. აქედან 25 მილიარდი ევრო სამხედრო საჭიროებებისთვის, ხოლო 20 მილიარდი ევრო - საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.

„მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. უკრაინას სესხის დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი უკრაინაში მის მიერ მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დაფინანსების დეფიციტის დარჩენილი ერთი მესამედის დაფარვა “სხვა გარე პარტნიორებს მოუწევთ.“