ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ქობულეთის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადამ კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.