რუსული მედია - ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, APEC-ის სამიტის მონაწილეთა მიღებაზე დონალდ ტრამპს მიესალმა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში, APEC-ის სამიტის მონაწილეთა მიღების ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიესალმა , - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის რამდენიმე წამიანი კომუნიკაცია შედგა.
სამიტის მონაწილე ლიდერების ოფიციალური ფოტოს გადაღების წინ, პუტინმა და ტრამპმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
ცნობისთვის, ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები 19 ნოემბერს სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.
























