ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ „ტრამპის გზის“ პროექტის განხორციელების პრაქტიკულ ფაზაში შევდივართ

ჩვენ „ტრამპის გზის“ პროექტის განხორციელების პრაქტიკულ ფაზაში შევდივართ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, „ტრამპის გზის“ (TRIPP) პროექტის შესახებ მიღწეული შეთანხმებების განხორციელების საკითხი გასულ კვირას დუბლინში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილა.
„ამ პრაქტიკული ფაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საზღვრის სამხრეთ მონაკვეთზე დელიმიტაცია და დემარკაცია იქნება, რომელიც აუცილებელია სატრანსპორტო კომუნიკაციის, მილსადენის, რკინიგზისა და გზის მშენებლობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა
























