ლევან ხაბეიშვილი - თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან - პირადად გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!

ლევან ხაბეიშვილი - თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან - პირადად გთხოვთ, მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!

თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „გამარჯვება არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია“.

„23 ნოემბერი ახლოვდება - გიორგობა დღე, ვარდების რევოლუციის, გამარჯვების, ხალხის გამარჯვების თარიღი! სიკეთის გამარჯვების დღე ბოროტებაზე, სინათლის გამარჯვების დღე ბოროტებაზე!

გამარჯვება ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!

თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს - 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე!

პირადად გთხოვთ მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!“- წერს ლევან ხაბეიშვილი.