შსს - ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული - მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული. მათივე ცნობით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გარდაცვლილია ერთი პირი. მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- აცხადებენ შსს-ში.
























