დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი, ირაკლი სულაბერიძე და კიდევ ერთი პირი დემეტრე კასრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვინაიდან დემეტრე კასრაძე უკვე სრულწლოვანი გახდა, სასჯელის ზომა დღესვე განესაზღვრა. მას მოსამართლის განაჩენით, 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 3,9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება ირაკლი სულაბერიძეს, ის არასრულწლოვანია, რის გამოც, მისი სასჯელის დანიშვნის სხდომა ცალკე, 24 ნოემბერს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, დემეტრე კასრაძესა და ირაკლი სულაბერიძეს დიდ დიღომში მომხდარი ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე აქვთ ბრალდება წარდგენილი. უფრო კონკრეტულად კი, მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

























