კშიშტოფ ბრეიზა - რასა იუკნევიჩიენესთან ერთად ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი

დღეს ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენესთან ერთად ქართველი პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.
„მათი საყვარელი ადამიანები დაკავებულები არიან, მათ აწამებენ და სჯიან ევროპულ მომავალზე ოცნების გამო. მათი დამამწუხრებელი თხოვნაა: „გთხოვთ, არ მიგვატოვოთ“, - წერს ევროპარლამენტარი.
მისი თქმით, „ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს“.
„ჩვენ სანქციები ახლავე გვჭირდება!“ - აცხადებს კშიშტოფ ბრეიზა.
























