Reuters  - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ ბერლინში უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავენ

Reuters  - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ ბერლინში უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავენ

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ ბერლინში უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ბერლინში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების, ეკონომიკური აღდგენისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადების საკითხებს განიხილავენ.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ უიტკოფი და კუშნერი უკრაინელ და ევროპელ პარტნიორებს დღეში რამდენჯერმე ესაუბრებიან, რათა „მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით წინადადებების შემუშავებას ხელი შეუწყონ“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბერლინში მოლაპარაკებები სწორედ იმ დღეს იმართება, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს უნდა შეხვდეს.

„ბერლინში შეხვედრები და პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთში შეხვედრები კოორდინირებული დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.