გიორგი სიორიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია და მისი შეფასება არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საგანი და ფუნქცია

გიორგი სიორიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია და მისი შეფასება არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საგანი და ფუნქცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია და მისი შეფასება არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საგანი და ფუნქცია - დადგენილია, რომ არცერთ ქართველ სამხედროს ომის დანაშაული არ ჩაუდენია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ისტორიული სინამდვილის დადგენის ორგანო, მას სულ სხვა დატვირთვა გააჩნია.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტიკური დოკუმენტია და მისი შეფასება არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საგანი და ფუნქცია, რადგან თუ ის გადაწყვეტილებაში აისახება, ამას სამართლებრივი ძალა ექნება. საკონსტიტუციო სასამართლო არ გახლავთ ისტორიული სინამდვილის დადგენის ორგანო, მას სულ სხვა დატვირთვა გააჩნია.

ორი საერთაშორისო სასამართლო არსებობს, რომელსაც სამართლებრივად აქვს ნამსჯელი აგვისტოს ომთან დაკავშირებით - ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო. პირველ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ რუსეთის ფედერაციამ 6 მუხლი დაარღვია.

ასევე, დადგენილია, რომ არცერთ ქართველ სამხედროს ომის დანაშაული არ ჩაუდენია. ეს უმნიშვნელოვანესია და დაპატიმრების ორდერიც სწორედ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზეა გაცემული.

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება არ დადგეს რისკის ქვეშ, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმებზე. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამ პროცესის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს საკითხი იქნება შეფასებული, ეს დიდი საფრთხე იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. რადგან ევროსაბჭოს რეზოლუციის, პოლიტიკური დოკუმენტის, შეფასება სცდება პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობის საკითხს“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.