მალგოჟატა გოშევსკა - საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ

მალგოჟატა გოშევსკა - საქართველომ კურსი შეცვალა, ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება - დროა დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ

დროა, დავასრულოთ დეკლარაციები, მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები” თემაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ თავისი კურსი შეცვალა და ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და "უკანონო ფულის ნაკადების ადგილი" ხდება, მის დემოკრატიას კი "სისტემატურად ახრჩობენ".

ევროპარლამენტარმა ისაუბრა საქართველოში დაპატიმრებებზე და თქვა, რომ ქვეყანაში 91 პოლიტპატიმარი სახელდება და სია სრული არ არის.

“კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნას დაპატიმრებული, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გაიცეს, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს. პაატა ბურჭულაძეს - მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალს - 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილი, ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავდა, ხუთ წელზე მეტია გისოსებს მიღმაა. ოპოზიციონერი აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან...

ივლისში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 91 პოლიტპატიმარი დაასახელა საქართველოში. ეს სია სრული არაა.

საქართველომ თავისი კურსი შეცვალა. ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო ფულის ნაკადების ადგილი ხდება, და მის დემოკრატიას სისტემატურად ახრჩობენ.

დროა დავასრულოთ დეკლარაციები. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ - აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოგზაურობის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ”, - განაცხადა გოშევსკამ.